logo-herba

antiD-header

დეპრესია

depressio დათრგუნვა, დაჩაგვრა
აფექტური სინდრომი, რომელიც ხასიათდება სამი ძირითადი სიმპტომით (ე.წ. დეპრესიული ტრიადით) – უგუნებობით, აზროვნების და მოძრაობის შენელებით. დეპრესია გვხვდება თითქმის ყველა ფსიქიკური დაავადების დროს.
გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

დეპრესიის ფორმები

დეპრესიის ფორმები

დეპრესიას მრავალი ფორმა აქვს. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.

pawerful depresion-didi depresia

დიდი დეპრესია: დიდი დეპრესიის დროს სიმპტომები ყოველდღიურია ან თითქმის ყოველდღიური, ინტენსიური, მძიმე. ისინი იმდენად აშკარაა, რომ ამჩნევენ სამსახურში, სკოლაში, გარეშე ადამიანებთან ურთიერთობისას... სიმპტომები ორი კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს, რომ დიაგნოზი დაისვას, ხოლო თუ მკურნალობის გარეშე დავტოვეთ, ეს მდგომარეობა 6 თვეს და მეტხანსაც გასტანს. ზოგიერთ ადამიანს დეპრესიის მხოლოდ ერთი ეპიზოდი აქვს, მაგრამ დიდი დეპრესია, ჩვეულებრივ, განმეორებადი დაავადებაა. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია იმ ფაქტორების გამორიცხვა, რომლებიც უშუალოდ იწვევს დეპრესიას. ასეთია, მაგალითად, ჰიპოთირეოზი, ფსიქოლოგიური სტრესი, ნარკოტიკების მოხმარება, ალკოჰოლიზმი. თუ ეს ფაქტორები დადასტურდა, დიდი დეპრესიის დიაგნოზი არ დაისმება.

atypical depression-ატიპიური დეპრესია

ატიპური დეპრესია. მიუხედავად სახელწოდებისა, ატიპური დეპრესია იშვიათი არ არის. იგი გავრცელებულია მოზარდებსა და ქალებს შორის. დეპრესიის ამ ფორმას, ნაცვლად უმადობისა და უძილობისა, ახასიათებს მადის გაძლიერება, წონის მატება და გადაჭარბებული ძილიანობა. დამახასიათებელია სიმძიმის შეგრძნება ხელ-ფეხში. ასეთი პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან კრიტიკის, წარუმატებლობებისა და უარყოფის მიმართ. იმავდროულად მათი ცხოვრება სავსეა კონფლიქტებით, უჭირთ ურთიერთობის დიდხანს შენარჩუნება. უარყოფისა და წარუმატებლობის შიშის გამო შესაძლოა ამა თუ იმ ურთიერთობაზე უარიც კი თქვან. დროდადრო, კარგი ამბების გაგების ან მეგობრებთან ყოფნის დროს, დეპრესიული განწყობა ქრება, მაგრამ გავა ხანი და დეპრესიის სიმპტომები ხელახლა იჩენს თავს.

       დისთიმია (განმეორებადი, მსუბუქი დეპრესია). დისთიმია დეპრესიის მსუბუქი ფორმაა, თუმცა ესეც ქრონიკული მდგომარეობაა. დისთიმიის დროს სიმპტომები ისე მკაფიოდ არ არის გამოხატული, როგორც დიდი დეპრესიის შემთხვევაში, თუმცა ორი წელი მაინც გრძელდება, ხშირად — უფრო მეტხანსაც. ასეთი ხანგრძლივობის გამო დისთიმია არღვევს ადამიანის ცხოვრების ნორმალურ რიტმს. წლობით მიმდინარე მსუბუქი დეპრესიის დროს ადამიანი კარგავს ინტერესს სხვადასხვა ცხოვრებისეული აქტივობის მიმართ, მისი პროდუქტიულობა და თვითშეფასება ეცემა. სხვების თვალში ასეთი ადამიანები ზედმეტად კრიტიკულები არიან, გამუდმებით წუწუნებენ და სიხარულის განცდის უნარი არ გააჩნიათ. თუ დისთიმია მკურნალობის გარეშე დავტოვეთ, მას შეიძლება დიდი დეპრესიის ეპიზოდიც დაერთოს, რასაც ორმაგი დეპრესია ეწოდება. როცა ადამიანს დისთიმია აქვს, ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს მუდამ დეპრესიული იყო. მიუხედავად ამისა, დისთიმია იკურნება, მაშინაც კი, როცა წლების განმავლობაში არც დიაგნოზი დასმულა და არც მკურნალობა ჩატარებულა.

distimia-დისთიმია

    სეზონური აფექტური აშლილობა. დეპრესიის ეს ფორმა ციკლური და სეზონური მდგომარეობაა, რომელიც წელიწადის ერთსა და იმავე დროს აღმოცენდება. დეპრესიის სიმპტომები უმთავრესად შემოდგომაზე იჩენს თავს და მთელი ზამთარი გრძელდება. იშვიათად სეზონური აფექტური აშლილობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგსაც იწყება. შემოდგომა-ზამთრის დეპრესიის სიმპტომები გაზაფხულ-ზაფხულის დეპრესიის სიმტომებისგან განსხვავდება. თუ პირველ შემთხვევაში შესამჩნევია უიმედობა, ენერგიის გამოლევა, ძილიანობა, მომატებული მადა და სხვა, მეორე შემთხვევაში წამყვანია გაღიზიანებადობა, შფოთვა, უძილობა, უმადობა და წონის კლება. საზოგადოდ, განწყობა ამინდთან ერთად იცვლება, მაგრამ თუ ემოციური ლაბილურობა მთელი ერთი ან ორი სეზონი გაგრძელდა, ეს შესაძლოა სეზონური აფექტური აშლილობა იყოს — აუცილებლად მიმართეთ ექიმს.    

seasonal-affective-disorder

ბიპოლარული აშლილობა. მას მანიაკურ-დეპრესიულ აშლილობასაც უწოდებენ. დაავადებისთვის დამახასიათებელია დეპრესიისა და მანიის ეპიზოდების მონაცვლეობა. თუ დეპრესიის დროს ადამიანი დათრგუნულია, უიმედო, კარგავს სიხარულის განცდის უნარს და ცხოვრებისადმი ინტერესს, მანიაკური ეპიზოდის დროს თავს იჩენს ეიფორია, ენერგიის მოზღვავება, გადაჭარბებული ოპტიმიზმი, სწრაფი საუბარი, აჟიტირებული და აგრესიული მოქმედება. ამ დროს ადამიანის აზროვნების უნარი არასრულფასოვანია, კონცენტრაცია — დაქვეითებული. დეპრესიისა და მანიაკური ეპიზოდის მონაცვლეობა შეიძლება იყოს როგორც იშვიათი (წელიწადში რამდენიმე), ასევე ძალიან ხშირი (დღეში რამდენიმე). დამახასიათებელია ეპიზოდების სეზონური მონაცვლეობაც.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით
ვის ეყრდნობით ყველაზე მეტად მძიმე წუთებში?

ცხელი ხაზი contact593 649003