logo-herba

antiD-header

დეპრესია

depressio დათრგუნვა, დაჩაგვრა
აფექტური სინდრომი, რომელიც ხასიათდება სამი ძირითადი სიმპტომით (ე.წ. დეპრესიული ტრიადით) – უგუნებობით, აზროვნების და მოძრაობის შენელებით. დეპრესია გვხვდება თითქმის ყველა ფსიქიკური დაავადების დროს.
გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

დეპრესია ქალებში, მამაკაცებსა და მოზარდებში

დეპრესია ქალებში, მამაკაცებსა და მოზარდებში

     თუ რომელიმე დაავადებას რაინდობა ახასიათებს, დეპრესია მათ რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება. სუსტი სქესი ორჯერ უფრო ხშირად ხვდება მის კლანჭებში და ეს თანაფარდობა, განურჩევლად რასობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა თუ საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობისა, ერთი და იგივეა. მეცნიერები ამ კანონზომიერებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან.

depression in womanსიმპტომატიკის განვითარება მენსტრუაციული სისხლდენის დაწყებამდე 10-14 დღით ადრე, რომელიც მენზესის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უკუვითარდება. ასეთი აშლილობა არცთუ იშვიათია არსებობს მონაცემები, რომ ის ყოველ მეათე ქალს აღენიშნება. მრავალი ჰორმონული ცვლილება ხდება ორსულობის პერიოდშიც, და ესეც ხელს უწყობს დეპრესიის აღმოცენებას, მით უმეტეს, თუ ქალი ამ დაავადებისადმი ორსულობამდეც იყო მიდრეკილი. ორსულობის სპონტანური შეწყვეტა, არასასურველი ორსულობა და უნაყოფობაც დიდ როლს ასრულებს დეპრესიის აღმოცენებაში. დეპრესიული განწყობა ხშირად მშობიარობის შემდეგაც იჩენს თავს. გუნებაგანწყობილების დაქვეითება ლოგინობის პერიოდში ნორმალურ რეაქციად მიიჩნევა, თუ რამდენიმე კვირაში უკუგანვითარდა. როცა ეს მდგომარეობა მძიმეა და დიდხანს გრძელდება, მას მშობიარობის შემდგომ დეპრესიას უწოდებენ. ქვემოთ ამ დაავადებას უფრო დეტალურად განვიხილავთ.

depression in women

          დეპრესიის რისკი იმატებს პერიმენოპაუზის პერიოდში (მენოპაუზის დაწყებამდე, თვით მენოპაუზის დროს და მის შემდგომ), როცა  მკვეთრად მერყეობს ქალის სასქესო ჰორმონების დონე. იმ ქალებს, რომელთაც ადრეც ჰქონდათ დეპრესია, მენოპაუზის დადგომასთან ერთად დეპრესიის ხელახლა აღმოცენების მაღალი რისკი აქვთ. სოციალურ კულტურული ფაქტორები. ქალი შეიძლება იტანჯებოდეს კონფლიქტებით აღსავსე იმ პასუხისმგებლობებით, რომლებიც მას ეკისრება ცხოვრების მანძილზე. ასეთია დედობა, მეუღლეობა და პასუხისმგებლობა სამსახურში. მაგალითისათვის, ცნობილია, რომ დეპრესია უფრო ხშირად მაშინ იჩენს თავს, როცა ქალს არავინ ეხმარება საოჯახო საქმეებსა და ბავშვის გაზრდაში. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან მარტოხელა დედები. კვლევები მეტყველებს, რომ მარტოხელა დედებს შორის დეპრესია 3-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დაოჯახებულ ქალებს შორის. ვინაიდან ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლები ძალაუფლებით სარგებლობენ საზოგადოებაში, განსაზღვრულ შემთხვევებში მათ შეიძლება გაუჩნდეთ დაუცველობისა და უიმედობის განცდა, რაც დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ქალების დისკრიმინაცია დასაქმებისას. გარდა ამისა, საზოგადოება ქალებს უყენებს ისეთ სპეციფიკურ მოთხოვნებს, როგორიცაა სილამაზე, ტანადობა და ახალგაზრდული გარეგნობა. ვინაიდან აქ ჩამოთვლილი ფაქტორები ქალისგან დამოუკიდებლად არსებობს და მათზე ზემოქმედება შეუძლებელია, ეს შესაძლოა ძალზე დამთრგუნველი აღმოჩნდეს ქალისთვის.

     დეპრესიის სოციალურ მიზეზებს შორის არის სექსუალური და ფიზიკური ძალადობაც. ამ ტიპის კრიმინალური დანაშაულის მსხვერპლი უმთავრესად სუსტი სქესია. განსაკუთრებით სავალალოა ბავშვობაში მიყენებული სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შედეგები. მართალია, დეპრესია დაოჯახებულ ქალებს შორის უფრო იშვიათია, ვიდრე მარტოხელებსა და განქორწინებულებს შორის, მაგრამ იმავდროულად დადგენილია, რომ დაოჯახება მამაკაცს უფრო მეტ კომფორტსა და კეთილდღეობას უქმნის, ვიდრე ქალს. უფრო მეტიც: იმ დაოჯახებულ ქალებს, რომლებსაც მეუღლესთან სასურველი ურთიერთობა არ აქვთ, მარტოხელებთან შედარებით არავითარი უპირატესობა არ გააჩნიათ. სიღარიბე უფრო მეტად ქალების ხვედრია, ვიდრე მამაკაცებისა. განსაკუთრებით მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი მარტოხელა დედებს შორის, რაც, რა თქმა უნდა, დეპრესიის კიდევ ერთი მიზეზია. ფიზიოლოგიური ფაქტორი. დეპრესიის დროს ქალები უმთავრესად გლოვას იწყებენ: ტირიან, მეგობრებს უყვებიან საკუთარი პრობლემების შესახებ, ცდილობენ გაარკვიონ დეპრესიის მიზეზები და ა. შ. დადგენილია, რომ გლოვის გამო დეპრესია შეიძლება გაჭიანურდეს და გაღრმავდეს კიდეც. მათგან განსხვავებით, მამაკაცები ცდილობენ, არ ჩაუღრმავდნენ საკუთარ განცდებს და განერიდონ მათ. ასეთი დამოკიდებულების შედეგად დეპრესიის გამოხატულება მცირდება. თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი დამოკიდებულების გამო მამაკაცი შესაძლოა მეორე უკიდურესობაში გადავარდეს. ქვემოთ ამ საკითხსაც უფრო ვრცლად შევეხებით.ზოგიერთი გამოკვლევა მიუთითებს, რომ ქალებს მამაკაცებთან შედარებით მცირე სტრესული ფაქტორიც ჰყოფნით დეპრესიისთვის. გარდა ამისა, განსხვავებულია ქალების ფიზიოლოგიური რეაქცია სტრესული ფაქტორების მიმართ.

depressed-woman

ქალის ორგანიზმში უფრო მეტი სტრესული ჰორმონი გამომუშავდება, ვიდრე მამაკაცისაში, ხოლო ქალის სასქესო ჰორმონი – პროგესტერონი ხელს უშლის იმას, რომ სტრესული ჰორმონების დონე ნორმას დაუბრუნდეს, როგორც ეს მამაკაცის ორგანიზმში ხდება. ბუნებრივია, ყოველივე ეს ქალის ორგანიზმს უფრო მეტად განაწყობს დეპრესიის მიმართ.

     ქალთა დეპრესიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • გუნება-განწყობილების დაქვეითება;
  • საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა;
  • დანაშაულის, უიმედობისა და უვარგისობის განცდა;
  • ფიქრები თვითმკვლელობაზე ან სიკვდილზე;
  • ძილის დარღვევა (უძილობა ან მოჭარბებული ძილიანობა);
  • მადისა და წონის ცვლილებები (მადის დაქვეითება ან გაძლიერება, წონის კლება ან მატება);
  • კონცენტრირების უნარის დაქვეითება;
  • ენერგიის გამოლევა და დაღლილობა.

      მართალია, ეს სიმპტომები ქალებსაც ახასიათებთ და მამაკაცებს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ქალებს შორის უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებს შორის. მაგალითად, დეპრესიის სეზონურობა უფრო მეტად ქალებისთვის არის დამახასიათებელი (სეზონურობა იმას გულისხმობს, რომ ზამთარში, როცა მზე იშვიათად ანათებს, დეპრესია უფრო ხშირად იჩენს თავს). გარდა ამისა, ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ატიპიური დეპრესია. დანაშაულის განცდაც ქალებს შორის უფრო მკვეთრად არის გამოხატული. და ბოლოს, ქალებში არ შეინიშნება მამაკაცთა დეპრესიისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ისეთი სიმპტომი, როგორებიცაა აგრესიულობა, მაღალი რისკის მქონე აქტივობებით გატაცება და სხვა. ვინაიდან ჰიპოთირეოზი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დეპრესია, ხშირად აქვთ ქალებს, ქალთა დეპრესიის დროს აუცილებელია ჰიპოთირეოზის გამორიცხვა.

depression-in women

       ქალთა დეპრესიის მკურნალობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დეპრესიისა, ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: მედიკამენტურ თერაპიასა და ფსიქოთერაპიას, თუმცა მკურნალობის ტაქტიკაში მაინც არის განსაზღვრული თავისებურებები. მაგალითად, გასათვალისწინებელია დეპრესიის სიმპტომთა კავშირი მენსტრუაციულ ციკლთან, ორსულობის, მშობიარობის შემდგომ და პერიმენოპაუზის პერიოდებთან. ყურადღება უნდა მიექცეს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენებასა და ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას. ბიოლოგიური თავისებურებების გამო ანტიდეპრესიული თერაპია ქალებისთვის უფრო მცირე დოზებით იწყება. პრეპარატის გვერდითი მოვლენებიც ამ სქესის წარმომადგენლებს შორის უფრო ხშირად იჩენს ხოლმე თავს. გარდა ამისა, ქალთა დეპრესია ხშირად შეუღლებულია ისეთ აშლილობებთან, როგორიც არის შფოთვითი აშლილობა და მადის დარღვევა, რაც დამატებით მკურნალობას მოითხოვს. თუ იმ ქალების რიცხვს ეკუთვნით, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ განწყობილება, აწუხებთ მუდმივი დანაშაულის განცდა და დაღლილობა, შესაძლოა, დიდი დეპრესია გქონდეთ. დადგენილია, რომ დეპრესია ყოველ მერვე ქალს აღენიშნება. მაგრამ აქვე უნდა დაგამშვიდოთ და შეგახსენოთ, რომ დეპრესია იკურნება.

როცა დედობას სიხარული არ მოაქვს

ბავშვის დაბადება სტრესია. რა სიხარულიც არ უნდა მოგვიტანოს მან და როგორც არ უნდა იყოს ამისთვის მზად დედა, მშობიარობას მაინც ახლავს თან როგორც ფიზიკური, ისე ემოციური გადაძაბვა. ახალშობილი ძალიან დიდ ყურადღებასა და მზრუნველობას ითხოვს, ამიტომ დედა საკუთარ პრობლემებს ივიწყებს და შვილზე გადაერთვება. ასეთ დროს ემოციური ლაბილურობა და განწყობილების დაქვეითება ხშირია, ახალშობილთა დედები ხშირად ტირიან და ადვილად იღლებიან, მაგრამ თუ დეპრესიულმა სიმპტომებმა რამდენიმე კვირაში არ გაიარა, მეტადრე _ თუ უფრო და უფრო შესამჩნევი გახდა, სავარაუდოდ, ქალს მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვს. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქალის სისუსტის ან ნაკლის მაჩვენებელი არ არის. მის აღმოცენებას საფუძვლად უდევს ჰორმონული, ემოციური და ცხოვრებისეული ფაქტორები. მშობიარობის შემდეგ ორგანიზმში მკვეთრად მცირდება ქალის სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, იცვლება არტერიული წნევა, იმუნური მდგომარეობა და მეტაბოლიზმი. ყოველივე ეს სტრესია ქალის ორგანიზმისთვის და ემოციურ ლაბილურობას იწვევს. არასასურველ გავლენას ახდენს უძილობა და რეგულარული ღამისთევაც. ზოგიერთ დედას შიში ეუფლება, ვინაიდან არ არის დარწმუნებული, რომ შეძლებს ბავშვის სათანადოდ მოვლას და გაზრდას, ზოგიერთისთვის სტრესია უჩვეულო ცხოვრების რიტმი და ა. შ.

depressed-mother

    ყოველივე ამას შესაძლოა დაერთოს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული თუ ფინანსური სირთულეები, დამხმარის არასებობა... შესაძლო მიზეზებს შორის განიხილავენ გენეტიკურ განწყობასაც. გარდა დეპრესიის ტიპური ნიშნებისა, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს გვხვდება ისეთი უჩვეულო სიმპტომებიც, როგორებიცაა ინტერესის დაკარგვა ახალშობილის მიმართ, ნეგატიური ფიქრები მის შესახებ, მისთვის ზიანის მიყენების სურვილიც კი. ასეთი დედები, ჩვეულებრივ, ძუძუს არ აწოვებენ და არ ეთამაშებიან პატარას. ისეც ხდება, რომ დედა ზოგჯერ ზრუნავს შვილზე, ზოგჯერ კი სრულიად არ აქცევს ყურადღებას და უარყოფითადაც კია განწყობილი. თუ თქვენ მშობიარობის შემდგომი დეპრესიით ხართ შეპყრობილი, ნუ იფიქრებთ, თითქოს ცუდი დედა იყოთ; ეს დაავადებაა და მკურნალობა სჭირდება. მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, თუ არ იმკურნალეთ, ეს მდგომარეობა გავნებთ როგორც თქვენ, ასევე ბავშვსაც. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს მკურნალობის სტანდარტულ მეთოდებთან ერთად ზოგჯერ გამოიყენება ქალის სასქესო ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპიაც.

როცა დედობას სიხარული აღარ მოაქვს.

ბავშვის დაბადება სტრესია. რა სიხარულიც არ უნდა მოგვიტანოს მან და როგორც არ უნდა იყოს ამისთვის მზად დედა, მშობიარობას მაინც ახლავს თან როგორც ფიზიკური, ისე ემოციური გადაძაბვა. ახალშობილი ძალიან დიდ ყურადღებასა და მზრუნველობას ითხოვს, ამიტომ დედა საკუთარ პრობლემებს ივიწყებს და შვილზე გადაერთვება. ასეთ დროს ემოციური ლაბილურობა და განწყობილების დაქვეითება ხშირია, ახალშობილთა დედები ხშირად ტირიან და ადვილად იღლებიან, მაგრამ თუ დეპრესიულმა სიმპტომებმა რამდენიმე კვირაში არ გაიარა, მეტადრე თუ უფრო და უფრო შესამჩნევი გახდა, სავარაუდოდ, ქალს მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვს. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქალის სისუსტის ან ნაკლის მაჩვენებელი არ არის. მის აღმოცენებას საფუძვლად უდევს ჰორმონული, ემოციური და ცხოვრებისეული ფაქტორები.მშობიარობის შემდეგ ორგანიზმში მკვეთრად მცირდება ქალის სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, იცვლება არტერიული წნევა, იმუნური მდგომარეობა და მეტაბოლიზმი. ყოველივე ეს სტრესია ქალის ორგანიზმისთვის და ემოციურ ლაბილურობას იწვევს. არასასურველ გავლენას ახდენს უძილობა და რეგულარული ღამისთევაც. ზოგიერთ დედას შიში ეუფლება, ვინაიდან არ არის დარწმუნებული, რომ შეძლებს ბავშვის სათანადოდ მოვლას და გაზრდას, ზოგიერთისთვის სტრესია უჩვეულო ცხოვრების რიტმი და ა. შ. ყოველივე ამას შესაძლოა დაერთოს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული თუ ფინანსური სირთულეები, დამხმარების არარსებობა...

depresion in mother

შესაძლო მიზეზებს შორის განიხილავენ გენეტიკურ განწყობასაც. გარდა დეპრესიის ტიპური ნიშნებისა, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს გვხვდება ისეთი უჩვეულო სიმპტომებიც, როგორებიცაა ინტერესის დაკარგვა ახალშობილის მიმართ, ნეგატიური ფიქრები მის შესახებ, მისთვის ზიანის მიყენების სურვილიც კი. ასეთი დედები, ჩვეულებრივ, ძუძუს არ აწოვებენ და არ ეთამაშებიან პატარას. ისეც ხდება, რომ დედა ზოგჯერ ზრუნავს შვილზე, ზოგჯერ კი სრულიად არ აქცევს ყურადღებას და უარყოფითადაც კია განწყობილი. თუ თქვენ მშობიარობის შემდგომი დეპრესიით ხართ შეპყრობილი, ნუ იფიქრებთ, თითქოს ცუდი დედა იყოთ; ეს დაავადებაა და მკურნალობა სჭირდება. მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, თუ არ იმკურნალეთ, ეს მდგომარეობა გავნებთ როგორც თქვენ, ასევე ბავშვსაც. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს მკურნალობის სტანდარტულ მეთოდებთან ერთად ზოგჯერ გამოიყენება ქალის სასქესო ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპიაც.

        მიგვაჩნია, რომ მამაკაცი ძლიერია და იოლად მართავს თავის ემოციებს. მიგვაჩნია, რომ მას შეუძლია, არაფრად ჩააგდოს იმედგაცრუება, უიმედობა ან ასეთ დროს უბრალოდ დათვრეს. სინამდვილეში კი დეპრესია მამაკაცებს შორისაც საკმაოდ არის გავრცელებული. ის გავლენას ახდენს შრომისა და სწავლის უნარზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე; იცვლება ჩვეულებები, ქრება სიხარულის განცდა. დადგენილია, რომ დეპრესიის გამო მამაკაცები ქალებზე 4-ჯერ ხშირად იკლავენ თავს.

depression in man

     თუ თქვენ ძლიერი სქესის წარმომადგენელი ბრძანდებით და დეპრესია გაწუხებთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააცნობიეროთ, რომ დეპრესია არ არის მამაკაცისთვის სამარცხვინო მდგომარეობა. ის სისუსტის ნიშანი კი არ არის, არამედ დაავადებაა, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება. დეპრესია ნებისმიერი ასაკის მამაკაცს შეიძლება დაემართოს და ესა თუ ის გართულებაც კი (მაგალითად, გულის დაავადება) გამოიწვიოს. დროდადრო განწყობა ყოველ ჩვენგანს უფუჭდება და ეს ბუნებრივია, მაგრამ როდესაც უიმედობისა და იმედგაცრუების განცდა ინტენსიურია და მას თავს ვერ ვაღწევთ, როდესაც იგი გავლენას ახდენს შრომისა და სწავლის უნარზე, როდესაც მის გამო იცვლება დამოკიდებულება ოჯახის წევრებისა და ახლობელ-მეგობრების მიმართ, იკარგება ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების უნარი, – ეს უკვე შეიძლება იყოს დეპრესია.

    Depression in men  სამწუხაროდ, მამაკაცების დეპრესია ხშირად შეუმჩნეველი რჩება, ვინაიდან ძლიერ სქესს უჭირს საკუთარ გრძნობებზე საუბარი. ნაცვლად იმისა, რომ სულიერ განცდებზე გაამახვილონ ყურადღება, ისინი ამჯობინებენ, ისაუბრონ ფიზიკურ სიმპტომებზე, რომლებიც ხშირად ახლავს თან დეპრესიას : ზურგის ტკივილზე, თავის ტკივილზე, ძილის დარღვევაზე, სქესობრივ პრობლემებზე... შედეგად კი აღმოჩნდება, რომ ძირითადი პრობლემა მიჩქმალულია და დეპრესიის საწინააღმდეგო მკურნალობა არ ინიშნება. ყოველივე ამას შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყვეს. მაგალითად, მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებისას პაციენტმა შესაძლოა თვითმკვლელობაზე დაიწყოს ფიქრი.

      ამრიგად, თუ ეჭვობთ, რომ დეპრესია გაქვთ, გაითვალისწინეთ: ექიმთან საუბრისას მხოლოდ ფიზიკურ სიმპტომებს კი არ უნდა გაუსვათ ხაზი,არამედ იმ განცდების შესახებაც უნდა მოუყვეთ,რაც მოსვენებას არ გაძლევთ. დიაგნოზისდასმის შემდეგ ექიმი შემოგთავაზებთ მკურნალობის მეთოდს, რომელიც აუცილებლად გაუმკლავდება თქვენს დეპრესიას.

     მამაკაცი შეიძლება სრულიად სხვაგვარად განიცდიდეს დეპრესიას, ვიდრე ქალი. თუ ზოგიერთი მამაკაცის დეპრესია სტანდარტული სიმპტომებით – სევდიანობით, მეგობრებისადმი და საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვით ვლინდება, ზოგი შესაძლოა გახდეს აგრესიული, დაიწყოს თავდაუზოგავად მუშაობა, სმა ან ხელი მიჰყოს სარისკო საქმიანობას.

         სამწუხაროდ, მამაკაცები ხშირად ცდილობენ, უგულებელყონ თავიანთი განცდები, საკუთარ თავთანაც კი არ აღიარებენ შინაგან პრობლემებს და ცდილობენ, ისინი ამა თუ იმ ქცევით გადაფარონ.

         მამაკაცთა დეპრესიისათვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია სამი ნიშან-თვისება:

  • ფიზიკური დისკომფორტი. დეპრესიის დროს მამაკაცი შესაძლოა უჩიოდეს ზურგის ტკივილს, თავის ტკივილს, ძილის დარღვევას, სქესობრივ დისფუნქციას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომებს, რომლებიც შესაბამის მკურნალობას არ ექვემდებარება.
  •  ბრაზი, გაღიზიანებადობა, აგრესიული მოქმედება, ხშირად – ძალადობაც კი. ზოგიერთი მამაკაცი მეუღლისთვის, შვილებისა და საყვარელი ადამიანებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც კი იწყებს.
  • აზარტულობა. ზოგიერთი მამაკაცი თავდავიწყების მიზნით ექსტრემალურ სპორტს, აზარტულ თამაშებს, სასმელს, ნარკოტიკებს მიმართავს, ზოგიერთი ანგარიშმიუცემლად მართავს მანქანას და სხვა.

deprressed man

   დეპრესიას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, ნუ დააყოვნებთ, მიმართეთ ექიმს. უპირველეს ყოვლისა, ესაუბრეთ მას გულახდილად. ილაპარაკეთ როგორც საკუთარ განცდებზე, ასევე ფიზიკურ სიმპტომებზე. მხოლოდ ამგვარად მოხერხდება, სათანადოდ შეფასდეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაისვას სწორი დიაგნოზი. დეპრესიის საწინააღმდეგოდ ექიმმა შეიძლება შეგირჩიოთ მედიკამენტები, ფსიქოთერაპიული სეანსები, ვარჯიში და სხვა. ანტიდეპრესიული მეთოდები, როგორც წესი, საკმაოდ ეფექტურია მამაკაცთა დეპრესიის მოსახსნელად, რაშიც ყველაზე სკეპტიკოსი მამაკაცებიც კი არაერთხელ დარწმუნებულან.

       დეპრესია თინეიჯერის ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას. ამ ასაკში ის განსაკუთრებით სერიოზული დაავადებაა. მოზარდების დეპრესიას მხოლოდ ოჯახსა და სკოლაში როდი მოჰყვება პრობლემები – მათ შეიძლება მიმართონ ნარკოტიკებს და ჩაიდინონ კრიმინალური დანაშაული. ზოგჯერ ყალიბდება ისეთი გაუკუღმართებული მდგომარეობა, როგორიც არის საკუთარი თავის სიძულვილი. ამ დროს მოზარდი იჩენს ძალადობას საკუთარი თავის მიმართ ან მიმართავს სუიციდს.

depression in teeenager

           საბედნიეროდ, თინეიჯერების დეპრესია იკურნება. უფრო მეტიც: თუ თქვენ ბრძანდებით დეპრესიით შეპყრობილი მოზარდის მშობელი, მასწავლებელი ან მეგობარი, ბევრი რამ შეგიძლიათ შეცვალოთ სასიკეთოდ. შეისწავლეთ დეპრესიის სიმპტომები და თუ ისინი შეატყვეთ მოზარდს, გამოსავალი ეძებეთ.

       მოზარდების დეპრესიის შესახებ საზოგადოებაში მრავალი მცდარი შეხედულებაა გაბატონებული. მართალია, ეს უხეში და ჯიუტი ასაკია, მაგრამ თინეიჯერების უმეტესობას შესწევს უნარი, საკუთარი ვნებათაღელვა დააბალანსოს კარგი მეგობრობის, სწავლაში, სპორტში ან სხვა საქმიანობაში მიღწეული წარმატებების ხარჯზე. ზოგჯერ ისინი უგუნებოდ არიან და არაორდინარულადაც კი იქცევიან, მაგრამ ასეთი რამ ამ ასაკში დასაშვებია, თუ ხშირი არ არის. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები დეპრესიის გამოხატულებას არ წარმოადგენს. დეპრესია მოზარდის პიროვნებას ძირეულად შეძრავს. ამ დროს მათ დაუძლეველი სევდა, უიმედობა ან ბრაზი ეუფლებათ. რაც უფრო ღრმად შეისწავლის მედიცინა დეპრესიას სიყრმის ასაკში, მით უფრო მეტად რწმუნდება, რომ ეს დაავადება უფრო ფართოდ არის გავრცელებული მოზარდებს შორის, ვიდრე წარმოგვიდგენია. ახალგაზრდა პაციენტების დიდი ნაწილი არ მიმართავს ექიმს და მკურნალობის გარეშე რჩება. მოზრდილებისგან განსხვავებით, რომლებიც თვითონვე მართავენ საკუთარ ცხოვრებას, მოზარდები დამოკიდებულნი არიან მშობლებზე, მასწავლებლებსა და მომვლელებზე, რომლებიც უნდა მიუხვდნენ, რა პრობლემა აწუხებთ მათ. ამიტომ, თუ ურთიერთობა გაქვთ მოზარდთან, სასურველია, კარგად გაეცნოთ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი დეპრესიის სიმპტომებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ ეს ცოდნა.

depressed teenager

          მოზარდი დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მომწიფების ასაკში მის წინაშე უამრავი კითხვა წამოიჭრება: ვინ არის ის? რა ადგილი უკავია მას ცხოვრებაში? – და ა. შ. ბავშვობიდან ზრდასრულობისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები ხშირად წარმოშობს გაუგებრობას მშობლებსა და შვილებს შორის, რასაც კონფლიქტი მოჰყვება. ამდენი ხასიათობრივი და ფსიქოლოგიური ცვლილებების ფონზე ზოგჯერ ძნელია ერთმანეთისგან განასხვაო მოზარდის შეცვლილი, მაგრამ ნორმალური განწყობილება და დეპრესიული მდგომარეობა. გარემოებას უფრო მეტად ართულებს ის ფაქტი, რომ ზოგჯერ მოზარდების დეპრესია არ გამოვლინდება ისეთი ტიპური ნიშნებით, როგორიც არის სევდიანობა და გარშემო მყოფებისგან გარიყვა; ზოგიერთ დეპრესიულ თინეიჯერს გაღიზიანებადობა და აგრესიულობა ახასიათებს.

          ზრდასრული ადამიანებისგან განსხვავებით, მოზარდთა დეპრესიისთვის უფრო მეტად არის დამახასიათებელი ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • გაღიზიანებადობა და ბრაზი. როგორც აღვნიშნეთ, ამ ასაკს სევდიანობაზე მეტად გაღიზიანებადობა ახასიათებს. დეპრესიით შეპყრობილი თინეიჯერები ხშირად ბუზღუნებენ, მტრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ამა თუ იმ პიროვნების მიმართ, ადვილად ეცვლებათ განწყობილება და ადვილად კარგავენ წონასწორობას, შესაძლოა ბრაზისგან თავიც კი დაკარგონ.
  • აუხსნელი ტკივილის ფენომენი. დეპრესიის დროს მოზარდები (ისევე, როგორც ზრდასრული მამაკაცები) ხშირად უჩივიან თავისა და მუცლის ტკივილს. ასეთ ჩივილებს რაიმე ობიექტური საფუძველი არ გააჩნია.
  • გადაჭარბებული მგრძნობიარობა კრიტიკისადმი. დეპრესიული თინეიჯერები ხშირად იტანჯებიან უვარგისობის განცდით და ამიტომ განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ კრიტიკას, უარყოფას ან წარუმატებლობას. ასეთი მგრძნობიარობა უფრო მეტად ახასიათებთ უიღბლო და ნაკლებად წარმატებული მოზარდებს.
  • ადამიანებისგან არჩევითად განდგომა. თუ ზრდასრული პირი დეპრესიის დროს ყველა ადამიანისადმი კარგავს ინტერესს, მოზარდები ასე არ იქცევიან. ისინი აგრძელებენ ურთიერთობას ზოგიერთ ნაცნობ-მეგობართან, თუმცა იმავდროულად მათი სოციალური აქტივობა ადრინდელთან შედარებით შესუსტებულია. ისინი შესაძლოა გახდნენ გულჩათხრობილნი მშობლებთან, ზოგჯერ შორდებიან ძველ მეგობრებს და ახალს ეძებენ.

depression in teenager

       თინეიჯერების დეპრესიის ერთადერთი შედეგი მძიმე მელანქოლია არ არის; მან შესაძლოა გამოიწვიოს არაჯანსაღი და ასოციალური შეხედულებები და ქცევები. ვინაიდან დეპრესიის გამო დაქვეითებულია ენერგიაც და კონცენტრირების უნარიც, მოზარდმა, რომელიც მანამდე კარგად სწავლობდა, შესაძლოა გააცდინოს გაკვეთილები და უარი თქვას სწავლაზე. ზოგჯერ დეპრესიული ახალგაზრდა შინიდან გაქცევას ცდილობს, რაც მეტად სახიფათო მდგომარეობაა. ზოგიერთი გულს ნარკოტიკებს აყოლებს. ანორექსია და ბულემიაც ზოგჯერ დეპრესიის მაუწყებელია. ზოგიერთს ინტერნეტი იტაცებს და ამგვარად ცდილობს მოსწყდეს პრობლემებს, მაგრამ ეს მხოლოდ ამძაფრებს პიროვნების მარტოსულობასა და იზოლაციას. დეპრესიის ერთ-ერთი მეტად არასასურველი შედეგია თვითდაზიანების, თვითდამახინჯების მცდელობა. ზოგიერთმა თინეიჯერმა შესაძლოა სარისკო ქმედებასაც მიჰყოს ხელი. ბიჭები, რომლებიც სხვადასხვა ძალადობის მსხვერპლნი არიან, შემდგომ თვითონვე ხდებიან სასტიკი მოძალადეები. დეპრესიული მოზარდები ხშირად ფიქრობენ და საუბრობენ სუიციდზე. ზოგჯერ თვითმკვლელობის მცდელობა ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად. ასეთი ფიქრები და მცდელობები ყოველთვის საყურადღებო და საგანგაშოა. თუ ეჭვობთ, რომ მოზარდი დეპრესიით არის შეპყრობილი, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ნუ გეგონებათ, რომ დეპრესია დროებითი მოვლენაა და თავისთავად გაივლის. პირველ რიგში, სცადეთ გაესაუბროთ მოზარდს. საუბრის დროს ნუ განსჯით მას “უსაქციელობისა” თუ უცნაურობის გამო. იყავით თანაგრძნობით აღსავსე მსმენელი და არა ჭკუის დამრიგებელი. თუ მოზარდი უარყოფს დეპრესიას და ამ თემაზე საუბარს გაურბის, ამ შემთხვევაში მიენდეთ საკუთარ ინსტინქტს. მიმართეთ ექიმს, რომელიც უკეთ გაერკვევა მოზარდის მდგომარეობაში.

depressed teenager boy

        სუიციდი თუ მისი მცდელობა საკმაოდ არის გავრცელებული თინეიჯერებს შორის. დროთა განმავლობაში ასეთი შემთხვევები ხშირდება. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 15-დან 24 წლამდე ასაკში სიკვდილიანობის მიზეზებს შორის სუიციდს მესამე ადგილი უკავია. ეს ძალზე დამაფიქრებელია. თვითმკვლელობას საფუძვლად უდევს სხვადასხვა ფსიქოლოგიური აშლილობა. ერთ-ერთი მათგანია დეპრესია. ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გატაცების შემთხვევაში სუიციდის რისკი კიდევ უფრო მაღალია. ამდენად, მოზარდის სუიციდური ფიქრები და მცდელობები უდიდეს ყურადღებას მოითხოვს. აუცილებელია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ექიმის რჩევა-დარიგება და მკურნალობა.

       ჩამოვთვლით იმ საგანგაშო სიმპტომებს, რომლებიც შესაძლოა სუიციდური ფიქრების გამოვლინება იყოს:

  • საუბარი თვითმკვლელობაზე, თუნდაც ხუმრობით; . ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ჯობს, მოვკვდე“, „რომ შეიძლებოდეს, სამუდამოდ გავქრებოდი“, „გამოსავალი არ არსებობს“;
  • სიკვდილზე საუბარი პოზიტიური კუთხით, შესაძლოა, რომანტიკულადაც კი (მაგალითად, „რომ მოვკვდებოდე, ხალხი უფრო მეტად შემიყვარებდა და დამაფასებდა“); . სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე მოთხრობებისა და ლექსების წერა;
  • მაღალი რისკის აქტივობაში ჩაბმა ან სხეულის ტრავმატიზაციის ალბათობის მქონე უბედური შემთხვევების „ძიება“;
  • საკუთარი პიროვნებისა და კეთილდღეობის უგულებელყოფა;
  • მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან გამოთხოვება, რომელსაც სამუდამოდ გამოთხოვების ელფერი ადევს;
  • იარაღის, ტყვიებისა და სხვა ისეთი ნივთების მოძიება, რომელთა გამოყენება შეიძლება თვითმკვლელობისთვის.

depressed teenagerr

         თუ ეჭვობთ, რომ მოზარდი მართლაც შეპყრობილია ასეთი ფიქრებით, იმოქმედეთ დროულად და მართებულად. პირველ რიგში, გაესაუბრეთ თავად მას მისი სევდიანობისა და იმ ცვლილებების შესახებ, რომლებსაც ამჩნევთ. ეცადეთ იყოთ გამგები, მომთმენი და მეგობრული, ან იქნებ ისეთი პიროვნება შეარჩიოთ საუბრისათვის, ვისთანაც ის ბოლო ხანს უფრო ახლოა და გულწრფელია. თუ მოახერხებთ და მეტ-ნაკლებად გულახდილი საუბარი შედგება, ეს უკვე ძალიან კარგია. ეცადეთ, დაიოკოთ ემოცია და არ გამოხატოთ აგრესია. თუ აღმოაჩენთ, რომ მოზარდს მართლაც აწუხებს თვითმკვლელობაზე ფიქრი, ნუ შეახსენებთ მას ვალდებულებებს ოჯახისა და საზოგადოების წინაშე, ნუ დაუწყებთ კამათს იმის თაობაზე, რომ მისი გადაწყვეტილება მცდარია. უბრალოდ, აგრძნობინეთ, რაოდენ ძვირფასია ის თქვენთვის, აუხსენით, რომ ყოველგვარი სიტუაციიდან შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი, აღუთქვით დახმარება და მხარდაჭერა, მაგრამ ნუ დააკნინებთ იმ პრობლემებს, რამაც ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. მთავარი ის კი არ არის, რამდენად სერიოზულია ეს პრობლემები, არამედ ის, რამდენად მტკივნეულია ისინი მოზარდისათვის. რაღა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და მისდიეთ მის რჩევა-დარიგებას.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით
ვის ეყრდნობით ყველაზე მეტად მძიმე წუთებში?

ცხელი ხაზი contact593 649003