logo-herba

antiD-header

ანტიდეპრესანტი

 -სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება განწყობის ისეთი დარღვევების სამკურნალოდ,  როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა. Gelder, Mayou & * Geddes (2005) მიხედვით ანტიდეპრესანტი ახდენს დეპრესიული დაავადების მქონე ადამიანების  განწყობაზე თერაპიულ ზემოქმედებას. ამცირებს ან სრულად ხსნის მოწყენილობას,სისუსტეს, აპათიას, შიშებს და ემოციურ დაძაბულობას, ახდენს ძილის, მადის და ფაზური სტრუქტურის ნორმალიზებას.

სამედიცინო ლექსიკონი

გამა – ამინოერბოს მჟავა – (გაემ) Gamma Amino Butyric Acid (GABA) -

ასრულებს მედიატორულ და მეტაბოლურ ფუნქციას ტვინში; წარმოადგენს უნივერსალურ დამამუხრუჭებელ მედიატორს. მონაწილეობს მოტორული აქტივობის რეგულაციაში, ემოციური ქცევის ფორმირებაში, თავის ტვინის უმაღლესი ინტეგრაციული ფუნქციების განხორციელებაში, ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონების გამოთავისუფლების რეგულაციაში, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა მედიატორებთან ურთიერთქმედებაში. როგორც თავის ტვინის ქსოვილის პროდუქტი, გამა – ამინოერბოს მჟავა ზეგავლენას ახდენს გლუკოზის ტრანსპორტირებაზე და უტილიზაციაზე, სუნთქვაზე და ჟანგვით ფოსფორილირებაზე, ენერგიის მთავარი წყაროების მეტაბოლიზმზე;  მონაწილეობს ოსმოსური პროცესების რეგულაციაში, გააჩნია ანტიჰიპოქსიდური მოქმედება.

გლიცინი – (ამინოძმარმჟავა)

მარტივი ალიფატური ამინომჟავა. შედის მრავალი ცილისა და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემადგენლობაში.

სეროტონინი 

ამინომჟავა ტრიპტოფანის წარმოებული, რომელიც შედის თავის ტვინში, ნაწლავში, კუჭქვეშა ჯირკვალში, თრომბოციტებში, პოხიერ უჯრედებში. აქვს ძლიერად გამოხატული სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედება, წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ – ერთ ძირითად მედიატორს.

წყარო:ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003