logo-herba

antiD-header

ანტიდეპრესანტი

 -სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება განწყობის ისეთი დარღვევების სამკურნალოდ,  როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა. Gelder, Mayou & * Geddes (2005) მიხედვით ანტიდეპრესანტი ახდენს დეპრესიული დაავადების მქონე ადამიანების  განწყობაზე თერაპიულ ზემოქმედებას. ამცირებს ან სრულად ხსნის მოწყენილობას,სისუსტეს, აპათიას, შიშებს და ემოციურ დაძაბულობას, ახდენს ძილის, მადის და ფაზური სტრუქტურის ნორმალიზებას.

ანტიდეპრესანტების გამოგონების ისტორია

ანტიდეპრესანტები, ეს ის პრეპარატებია, რომელიც კურნავს ან თავიდან გვაცილებს დეპრესიას.

ანტიდეპრესანტების გამოგონებამდე დეპრესიის სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენებოდა ეიფორიის გამოწვევის უნარს მქონე (ოპიუმი, კოფეინი, ჟენშენი) აღმგზნები ეფექტის მქონე ნივთიერებები. შფოთვის და აღგზნების შესამცირებლად იყენებდნენ ვალერიანს ან ბრომის მარილს.

antidepressants-pills-Vუკვე მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მკვლევარები ატარებდნენ ექსპერიმენტებს დეპრესიის სიმპტომების შემამსუბუქებელი პრეპარატის მისაღებად, მაგრამ ყველა ცდა წარუმატებლად სრულდებოდა. პირველი ანტიდეპრესანტი აღმოჩენილი იქნა შემთხვევით, 1957 წელს, როდესაც ექიმებმა ყურადღება მიაქციეს პრეპარატ იპრონიაზიდს, რომელიც ტუბერკულიოზის კომპლექსური მკურნალობისას გამოიყენებოდა. გარდა პრეპარატის ძირითადი ეფექტისა, შეინიშნებოდა გვერდითი მოვლენაც, რაც ტუბერკულიოზით დააავადებული პაციენტების ხასიათის უჩვეულო ამაღლებაში გამოიხატებოდა. მოკლე ხანში ამ პრეპარატის გამოყენება დეპრესიის სიმპტომების შესამცირებლად დაიყწეს, მითუმეტეს, რომ როგორც ტუბერკულიოზის სამკურნალო წამალმა, მედიკამენტმა ვერ გაამართლა.

სხვა ვერსიით ამ პრეპარატის ზემოქმედება აღმოაჩინა ნატან კლაინმა. მისი აღმოჩენაც ასევე სრულიად შემთხვევითი იყო.  ის ცდილობდა პრეპარატის დახმარებით დაემტკიცებინა თეორია "მე"-ს ადგილმდებარეობის შესახებ. ფსიქოანალიტიკური სესიების დროს კლაინმა შეამჩნია, რომ, ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც ის პრეპარატს აძლევდა, მოულოდნელად აღარ აღელვებდათ პრობლემები, რაზეც ისინი მუშაობდნენ. იპრონიაზიდი გამოვიდა გაყიდვაში, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ის ზრდიდა სიყვითლით დაავადების რისკს, და პრეპარატის გაყიდვები შეწყდა.

    იმავდროულად გერმანიაში რონალდ კუნმა აღმოაჩინა იმიპრომინი. კუნი სხვადასხვა პრეპარატებს აძლევდა პაციენტებს, რომ მათი რეაქციის მიხედვით  ფსიქიკური დაავადებების გლობალური კლასიფიკაცია დაედგინა. როგორც წინა შემთხვევებში, პრეპარატი შემთხვევით იქნა "აღმოჩენილი" როდესაც პაციენტებს აღენიშნათ განწყობის ამაღლება. იპრონიაზიდისგან განსხვავებით იმიპრომინი დღესაც შედის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზმის ოფიციალური პრეპარატების სიაში და პროზაკამდე ყველაზე გაყიდვადი ანტიდეპრესანტი იყო.  

პირველი ანტიდეპრესანტების აღმოჩენი პერიოდში, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ანტიდეპრესანტებით მკურნალობა თითქმის სრულად გამოდევნიდა დეპრესიის თერაპიის სხვა მეთოდებს და მეოცე საუკუნის ბოლოს, აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად წინა საუკუნის უდიდეს აღმოჩენად დასახელებული იქნებოდა არა ინტერნეტი ან ალბათობის თეორია, არამედ პროზაკის პატარა კაფსულა.

   ანტიდეპრესანტები


  • პროზაკი (Prozac)
  • ზიბანი (Ziban)
  • პაქსილი (Paxil)
  • ფევარინი (Fevarin)
  • ზოლოფტი (Zoloft)
  • ამიტრიპტილინი (Amitriptyline)
  • ციპრამილი (Cipramil)
  • ციპრალექსი (Cipralex)
  • ანაფრანილი (Anafranil)
  • ლუდიომილი (Ludiomil)
  • რემერონი (Remeron)
  • ნარდილი (Nardil)
  • ტრიტიკო (Trittico)
  • მარპლანი (Marplan)
  • სერზონი (Serzone)
  • ტრანსამინი (Transaminum)
  • ნორფამინი (Norpramin)
  • ფინლეპსინი (Finlepsin)
  • აზაფენი (Azaphen)
  • ადაპტოლი (Adaptol)
  • სტიმულოტონი (Stimuloton)
  • იუმექსი (Jumex)
  • ნორტლიპტილინი (Nortriptylin)
  • მოკლობემიდი (Moclobemide)
  • ლერივონი (Lerivon)
  • მელიპრამინი Melipramin)
  • ველაქსინი (Velaxin)
  • სიმბალტა (Cymbalta)
  • ბუსპირონი (Buspirone)
  • სეროქველი (Seroquel)
  • ფენოტროპილი (Phenotropil)
  • სიბაზონი (Sibazon)
  • ფენაზეპამი (Феназепам)

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003