ამორინი. დოზირება და დანიშნულება

წაიკითხეთ....დოზირება & დანიშნულება | გვერდითი მოვლენები | წამლების ურთიერთქმედება | უსაფრთხოების ზომები

ამორინის მიღებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგი ინფორმაციას:

  1. რეკომენდირებული დღიური დოზა
  2. როდის და როგორ მივიღოთ ამორინი
  3.  რეაგირების სიჩქარე
  4. მიღების რეგულირება
  5. შენახვის პირობები
  6. სხვა დამხმარე პრეპარატები


რეკომენდირებული დღიური დოზა

Amoryn sm

უმეტეს შემთხვევაში, საწყისი დოზა მოზრდილებისთვის არის ორი კაფსულა დღეში. ამორინის მომხმარებლების უმეტესობა აღნიშნავს, რომ დღეში ორი კაფსულა ეფექტურად მუშაობს ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.

სტანდარტული დოზა - დღეში ორი კაფსულა უმეტეს შემთხვევაში კარგად მუშაობს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანს უფრო დიდ დოზა ესაჭიროება. თუ თქვენ ვერ გაკმაყოფილებთ (ან ნაწილობრივ გაკმაყოფილებთ) ორი კაფსულა, გირჩევთ გაზარდოთ დღიური დოზა სამ ან ოთხ კაფსულამდე. თუ როდის და როგორ უნდა შეცვალოთ დოზირება, უფრო დეტალურად იხილეთ მიღების რეგულირების სექციაში.

ზოგიერთმა ინდივიდმა შეიძლება ისარგებლონ ნახევარი დოზით - ერთი კაფსულით დღეში. ჩვენ გირჩევთ შემცირებულ დოზას პირველი კვირის განმავლობაში,  თუკი თქვენ:

  • იწონით 55 კგ.-ზე ნაკლებს
  • განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ წამლების და მცენარეული დანამატების მიმართ
  • ახალი წამლის მიღებისას ხშირად გაქვთ  გვერდითი მოვლენები
  • ხშირად გაწუხებთ უძილობა

 თუ თქვენ ვერ შეამჩნევთ გვერდით მოვლენებს მიღების დაწყებიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, გაზარდეთ  დოზა სტანდარტულ დღეში ორ კაფსულამდე.

 12-18 წლის მოზარდებმა უმჯობესია დაიწყონ დღეში 1 კაფსულით, ანუ მოზრდილების ნახევარი დოზით და არ მიიღონ ამორინი მშობლის მეთვალყურეობის და ფსიქოლოგის რეკომენდაციის გარეშე. დოზა შესაძლოა გაიზარდოს ორ კაფსულამდე მიღების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ. უფრო მაღალი დოზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ  ფსიქოლოგის გადაწყვეტილებით. 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული ამორინის, ან ნებისმიერი სხვა წამლის  მიღება, სანამ პედიატრი გადაწყვიტავს, ზედამხედველობას გაუწევს და განსაზღვრავს შესაბამის დოზას.

დოზა
აღწერა
შენიშვნა
ერთი კაფსულა დღეში სუსტი საწყისი დოზა მათთვის ვინც არის მცირე წონის, მგრძნობიარე,
განსაკუთრებით მშფოთვარე ან 18 წელს ქვემოთ.
ორი კაფსულა დღეში ზომიერი
(სტანდარტული)
რეკომენდირებულია მოზრდილებისთვის. იდეალურია ადამიანების უმეტესობისთვის. შეიცავს  ჰიპერფორინის ოპტიმალურ დოზას, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება კლინიკურ ცდებში და მაქსიმალურად ეფექტურია ზომიერი დეპრესიისა და შფოთვისას.
3 კაფსულა დღეში ძლიერი ინდივიდებისთვის, ვისთვისაც მცირე დოზები არაეფექტურია.
ოთხი კაფსულა დღეში მაქსიმუმი ინდივიდებისთვის, ვისაც არ შველის მცირე დოზები. უფრო ხშირად მოთხოვნადია მძიმე შემთხვევებში. არ გამოიყენოთ ოთხი კაფსულაზე მეტი დღეში ექიმითან  კონსულტაციის გარეშე.


 როდის და როგორ მივიღოთ ამორინი

ამორინი არ იმოქმედებს, თუ მას გამოიყენებთ იშვიათად ან "შეხედულებისამებრ". პრეპარატი უნდა მიიღოთ რეგულარულად. თუ თქვენ იღებთ ერთზე მეტ კაფსულას დღეში, ნუ მიიღებთ ერთდროულად - გაანაწილეთ თქვენი ყოველდღიური დოზა მთელი დღის განმავლობაში. (მაგალითად, თუ დღეში იღებთ ორ კაფსულას, ჩვენ გირჩევთ მიიღოთ პირველი დილით და მორე შუადღისას.) ზუსტი დრო, როდის იღებთ კაფსულას არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უმჯობესია პრეპარატის მიღების შუალედი იყოს 4 საათზე მეტი.  ერთდროულად ორი კაფსულის მიღება უსაფრთხოა, მაგრამ ამან შეიძლება შემაციროს ამორინის მთავარი ინგრედიენტის-ჰუპერფორინის შეწოვა. 

რჩევა: თუ აუცილებელია, შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენი დოზირების გრაფიკი რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ამორინისგან. მაგალითად, თუ ამორინის მიღების შემდეგ თქვენ აღგზნებული და ენერგიული ხართ ან გიჭირთ დაძინება, უმჯობესია  ბოლო კაფსულა მიიღოთ დღისით, ღამის ნაცვლად . (მაგ. ერთი დილით; მეორე შუადღეს.) სხვა მხრივ, თუ იგრძნობთ, რომ ამორინი გამშვიდებთ, გაწყნარებთ და გეხმარებათ დაძინებაში, უმჯობესია რომ დღის ბოლო კაფსულა მიიღოთ ძილის წინ. 

ამორინი შეგიძლიათ მიიღოთ საკვების გარეშე. იშვიათ შემთხვევებში, თუ თქვენ გაწუხებთ კუჭის დარღვევები, გულისრევა ან სხვა კუჭთან დაკავშირებული გვერდითი  მოვლენები, მიიღეთ ამორინი საჭმელთან ერთად, საკვები ხშირად ამცირებს ან ხსნის ამ გვერდით მოვლენებს.  


რეაგირების სიჩქარე

ამორინი მოქმედებს თანდათანობით, კვირების განმავლობაში და არ უნდა ელოდეთ დაუყოვნებლივ შედეგს. რეალურად, კლინიკური გამოკვლევები გვიჩვენებს რომ ჰიპერფორინი (ამორინის მთავარი ინგრედიენტი)  სიმპტომების შემცირებას იწყებს ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში, მაგრამ რადგან ამორინის მოკლევადიანი ეფექტი ფრიად უჩინარია, თქვენ შეიძლება კვირეების განმავლობაში ვერ შეამჩნიოთ ცვლილებები.

მიუხედავად იმისა, რომ ამორინი ნელადმოქმედი პრეპარატია და ეფექტის მიღწევას კვირეები სჭირდება, გრძელვადიან ჭრილში ის გვაძლევს განწყობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ჰუპერფორინი აგრძელებს დეპრესიის სიმპტომების და გაღზიანებადობის შემცირებას 6-8 კვირის გამოყენების შემდეგაც, ასე რომ შესაძლებელია ამორინმა ვერ მიაღწიონს მაქსიმუმ ეფექტს ორი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.

რეაგირების სიჩქარე მკვეთრად მერყეობს თითოეული ინდივიდისთვის. საშუალოდ, ამორინის მომხმარებლები პირველ პოზიტიურ ცვლილებებს სამი კვირის შემდეგ ამჩნევენ, მაგრამ ზოგი გაუმჯობესებას ამჩნევს ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში, მაშინ, როცა სხვას ამისთვის ექვსი ან შვიდი კვირა ჭირდება. ამის გამო მნიშვნლოვანია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გული არ გავიტეხოთ თუ ვერ შევამჩნევთ ცვლილებებს პირველი თვის განმავლობაში.

რჩევა: მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ვერ ან თითქმის ვერ გრძნობთ ცვლილებებს ამორინის მიღების დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამორინი არ მოქმედებს. ამორინს შეუძლია მნიშვნელოვნად გამოაკეთოს განწყობა გრძელ ვადაში, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის არ ავლენს მოკლევადიან ეფექტებს. ამორინი მოქმედებს თანდათან. ზოგიერთი ახალი მომხმარებელი თავდაპირველად ვერ ამჩნევს ცვლილებას და ამბობს, რომ ამორინი არ მუშაობს.....ისინი გაოცებულები არიან , როდესაც  რამდენიმე კვირის შემდეგ იღვიძებენ ერთ დილასაც და ამჩნევენ, რომ არიან უფრო ბედნიერები, დაბალანსებულები და ოპტიმისტები, ვიდრე იყვნენ წლების წინ. ზუსტად ამის გამო, უნდა გამოიყენოთ ამორინი 6-8 კვირის განმავლობაში, რომ სწორად და ზუსტად შეაფასოთ მისი გრძელვადიანი ეფექტი.

ქვემოთმოყვანილი ცხრილი გიჩვენებთ, რომ  ამორინის მომხმარებლების მხოლოდ 35%  ხედავს პოზიტიურ ცვლილებებს პირველი ორი კვირის განმავლობაში, 65% ამჩნევს გაუმჯობესებას ოთხი კვირის ფარგლებში და 87% შვიდი კვირის ფარგლებში. ზოგადად, მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ თუ თქვენ ვერ იგრძენით გაუმჯობესება ერთი თვის შემდეგ, კვლავ მაღალია შანსი, რომ თავი უკეთესად იგრძნოთ 5-7 კვირის განმავლობაში. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ამორინი უნდა მიიღოთ მინიმუმ 8 კვირა, იმისთვის რომ შეაფასოთ მის ეფექტურობა.

ამორინი: რეაგირების სიჩქარე
ამორინის მიღება კვირებით 1 2 3 4 5 6 7
პოზიტიური შედეგი
(მომხმარებელი %-ულად)
16% 35% 56% 65% 74% 83% 87%




მიღების რეგულირება

გახსოვდეთ, რომ იდეალური დღიური დოზა და დოზირების სქემა განსხვავებულია ყოველი ადამიანისთვის. თუმცა სტანდარტული დოზა (2 კაფსულა დღეში) ეფექტურია  უმეტესობისთვის, სხვები გრძნობენ მკვეთრ გაუმჯობესებას სამი ან ოთხი კაფსულით დღეში. მაგრამ უფრო მაღალი დოზები არ არის ყოველთვის უკეთესი. ზოგიერთი ადამიანისთვის მათ არ მოაქვთ დამატებითი სარგებელი და შესაძლოა გვერდითი მოვლენები გამოიწვიონ. ამის გამო, ჩვენ გირჩევთ დაიწყოთ დღიური დოზა ორი კაფსულით. თუკი ეს 2-6 კვირის შემდეგ ოდნავ ან საერთოდ არ გამოიწვევს გაუმჯობესებას, მხოლოდ ამის მერე გაზარდეთ დოზა.

არ არის რაღაც განსაზღვრული წესი ზუსტად რამდენი ხანი უნდა დაელოდოთ შედეგს მანამ, სანამ დოზის გაზრდას გადაწყვიტავთ. თუ თქვენ ამჯობინებთ აგრესიულ მიდგომას, შეძლებთ გაზარდოთ დოზა უკვე 2-3 კვირის შემდეგ. თუ გსურთ პროცესები უფრო მდორედ განვითარდეს, მიიღეთ ამორინი 4-6 კვირა სანამ  მესამე ან მეოთხე კაფსულას დაამატებთ.

 გახსოვდეთ, რომ ამორინი შეიძლება არ იყოს სრულად ეფექტური დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, ასე რომ თქვენ არ უნდა ელოდეთ დრამატულ გაუმჯობესებას პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ თავს უკეთ იგრძნობთ სტანდარტული დოზის მიღების შედეგად (2 კაფსულა) და გადაწყვეტთ განაგრძოთ მისი მიღება, 6-8 კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ შეაფასეთ პროგრესი. თუ კმაყოფილი ხართ შედეგებით, გააგრძელეთ მიმდინარე დოზით. მაგრამ თუ კვლავ განიცდით ზომიერ სიმპტომებს და გსურთ მეტი გაუმჯობესება, გაზარდეთ დღიური დოზა 4 კაფსულამდე დღეში. 

იმ შემთხვევაში თუ განიცდით გვერდით მოვლენებს მაღალი დოზის მიღებისას, დასაშვებია შეამციროთ თქვენი დღიური დოზა ერთი კაფსულამდე დროებით თუ მუდმივად. ბევრი ადამიანისთვის ამორინის ერთი კაფსულაც იწვევს პოზიტიურ შედეგებს. კლინიკურ კვლევებმა აიჩვენა ერთ კაფსულაში არსებული ჰიპერფორინის რაოდენობის ეფექტურობაც. და მაინც,  ადამიანების უმეტესობისთვის ორი ან მეტი კაფსულა უზრუნველყოფს შემსუბუქების უფრო მაღალ ხარისხს, ასე რომ ჩვენ გირჩევთ დღეში ერთი კაფსულის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ვერ იტანთ უფრო მაღალ დოზას. გთხოვთ იხილოთ შესაძლო გვერდითი მოვლენები და  დოზის რეგულირებით მათი შემცირების გზები.  





შენახვის პირობები                                                                                                                        

შეინახეთ ამორინი გრილ, ბნელ ადგილას. უმეტეს შემთხვევაში, მაცივარი არის იდეალური ადგილი გაუხსნელი ბოთლის შესანახად. თავიდან რომ ავიცილოთ ბოთლის შიგნით ტენის კონდენსირება, გამოიღეთ ის მაცივრიდან გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე. (ასე ის გახსნის მომენტში ოთახის ტემპერატურის იქნება.)   გახსნილი ბოთლი უნდა შეინახოთ თავდახურული  ბნელ ადგილას (მაგ. უჯრაში). ერიდეთ დიდხანს შენახვას თბილ (მაგალითად ზაფხულში მანქანაში), ან ნათელ (მაგ., სამუშაო მაგიდაზე) ადგილას.

პრეპარატი უნდა შეინახოთ ბვშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


სხვა დამხმარე პრეპარატები

თუ თქვენ ებრძვით გაღიზიანებას ან პანიკას, შეგიძლიათ მიიღოთ საუკეთესო შედეგი ამორინის და სერედინის კომბინაციით. სერედინი  ნატურალური დანამატია რომელიც გეხმარებათ დაუყოვნებლივ განთავისუფლდეთ მღელვარებისგან. ამორინიც და სერედინიც მომხმარებლების 85% ში ამცირებს შფოთვისა და პანიკის შეგრძნებებს, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი შეიცავენ სხვადასხვა ინგრედიენტებს,  ფუნქციონირებენ გამორჩეული, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი გზებით. ამორინი უნდა მიიღოთ ყოვედლ დღე რამდენიმე კვირის განმავლობაში რომ უწყვეტად გააუმჯობესოთ  განწყობა და ხანგრძლივად შეიმსუბუქოდ შფოთვები. სერედინი შეიძლიათ მიიღოთ სურვილისამებრ და იმოქმედებს სწრაფად შიშების მოსახსნელად, შეამცირებს სევდას და თავიდან აგარიდებთ ან შეაჩერებს პანიკურ შეტევებს. სერედინი აღწევს მაღალი წარმატების მაჩვენებელს,  მაგრამ ის არ იწვევს მიჩვევას. ამორინთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ სერედინი ყოველ დღე, რათა დაგეხმაროთ ქრონიკული გაღიზიანებისგან განთავისუფლებაში და თავიდან აგარიდოთ პანიკური შემოტევები, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სერედინი სურვილისამებრ, რომ დაისვენოთ სტრესულ სიტუაციებში და სწრაფად დამშვიდდეთ მაშინ, როცა თავს გრძნობთ პანიკაში. გადადით სერედინის გვერდზე რომ გაიგოთ მეტი მის შესახებ, ან შეუკვეთეთ ამორინი და სერედინი ერთად ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.



ამორინის მიღებამდე, გთხოვთ წაიკითხოთ: დოზირება & დანიშნულება | გვერდითი მოვლენები | წამლების ურთიერთქმედება | უსაფრთხოების ზომები

როდის და როგორ მივიღოთ ამორინი