ამორინი. დოზირება და დანიშნულება - მიღების რეგულირება



მიღების რეგულირება

გახსოვდეთ, რომ იდეალური დღიური დოზა და დოზირების სქემა განსხვავებულია ყოველი ადამიანისთვის. თუმცა სტანდარტული დოზა (2 კაფსულა დღეში) ეფექტურია  უმეტესობისთვის, სხვები გრძნობენ მკვეთრ გაუმჯობესებას სამი ან ოთხი კაფსულით დღეში. მაგრამ უფრო მაღალი დოზები არ არის ყოველთვის უკეთესი. ზოგიერთი ადამიანისთვის მათ არ მოაქვთ დამატებითი სარგებელი და შესაძლოა გვერდითი მოვლენები გამოიწვიონ. ამის გამო, ჩვენ გირჩევთ დაიწყოთ დღიური დოზა ორი კაფსულით. თუკი ეს 2-6 კვირის შემდეგ ოდნავ ან საერთოდ არ გამოიწვევს გაუმჯობესებას, მხოლოდ ამის მერე გაზარდეთ დოზა.

არ არის რაღაც განსაზღვრული წესი ზუსტად რამდენი ხანი უნდა დაელოდოთ შედეგს მანამ, სანამ დოზის გაზრდას გადაწყვიტავთ. თუ თქვენ ამჯობინებთ აგრესიულ მიდგომას, შეძლებთ გაზარდოთ დოზა უკვე 2-3 კვირის შემდეგ. თუ გსურთ პროცესები უფრო მდორედ განვითარდეს, მიიღეთ ამორინი 4-6 კვირა სანამ  მესამე ან მეოთხე კაფსულას დაამატებთ.

 გახსოვდეთ, რომ ამორინი შეიძლება არ იყოს სრულად ეფექტური დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, ასე რომ თქვენ არ უნდა ელოდეთ დრამატულ გაუმჯობესებას პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ თავს უკეთ იგრძნობთ სტანდარტული დოზის მიღების შედეგად (2 კაფსულა) და გადაწყვეტთ განაგრძოთ მისი მიღება, 6-8 კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ შეაფასეთ პროგრესი. თუ კმაყოფილი ხართ შედეგებით, გააგრძელეთ მიმდინარე დოზით. მაგრამ თუ კვლავ განიცდით ზომიერ სიმპტომებს და გსურთ მეტი გაუმჯობესება, გაზარდეთ დღიური დოზა 4 კაფსულამდე დღეში. 

იმ შემთხვევაში თუ განიცდით გვერდით მოვლენებს მაღალი დოზის მიღებისას, დასაშვებია შეამციროთ თქვენი დღიური დოზა ერთი კაფსულამდე დროებით თუ მუდმივად. ბევრი ადამიანისთვის ამორინის ერთი კაფსულაც იწვევს პოზიტიურ შედეგებს. კლინიკურ კვლევებმა აიჩვენა ერთ კაფსულაში არსებული ჰიპერფორინის რაოდენობის ეფექტურობაც. და მაინც,  ადამიანების უმეტესობისთვის ორი ან მეტი კაფსულა უზრუნველყოფს შემსუბუქების უფრო მაღალ ხარისხს, ასე რომ ჩვენ გირჩევთ დღეში ერთი კაფსულის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ვერ იტანთ უფრო მაღალ დოზას. გთხოვთ იხილოთ შესაძლო გვერდითი მოვლენები და  დოზის რეგულირებით მათი შემცირების გზები.