ამორინი. დოზირება და დანიშნულება - რეაგირების სიჩქარე

რეაგირების სიჩქარე

ამორინი მოქმედებს თანდათანობით, კვირების განმავლობაში და არ უნდა ელოდეთ დაუყოვნებლივ შედეგს. რეალურად, კლინიკური გამოკვლევები გვიჩვენებს რომ ჰიპერფორინი (ამორინის მთავარი ინგრედიენტი)  სიმპტომების შემცირებას იწყებს ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში, მაგრამ რადგან ამორინის მოკლევადიანი ეფექტი ფრიად უჩინარია, თქვენ შეიძლება კვირეების განმავლობაში ვერ შეამჩნიოთ ცვლილებები.

მიუხედავად იმისა, რომ ამორინი ნელადმოქმედი პრეპარატია და ეფექტის მიღწევას კვირეები სჭირდება, გრძელვადიან ჭრილში ის გვაძლევს განწყობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ჰუპერფორინი აგრძელებს დეპრესიის სიმპტომების და გაღზიანებადობის შემცირებას 6-8 კვირის გამოყენების შემდეგაც, ასე რომ შესაძლებელია ამორინმა ვერ მიაღწიონს მაქსიმუმ ეფექტს ორი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.

რეაგირების სიჩქარე მკვეთრად მერყეობს თითოეული ინდივიდისთვის. საშუალოდ, ამორინის მომხმარებლები პირველ პოზიტიურ ცვლილებებს სამი კვირის შემდეგ ამჩნევენ, მაგრამ ზოგი გაუმჯობესებას ამჩნევს ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში, მაშინ, როცა სხვას ამისთვის ექვსი ან შვიდი კვირა ჭირდება. ამის გამო მნიშვნლოვანია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გული არ გავიტეხოთ თუ ვერ შევამჩნევთ ცვლილებებს პირველი თვის განმავლობაში.

რჩევა: მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ვერ ან თითქმის ვერ გრძნობთ ცვლილებებს ამორინის მიღების დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამორინი არ მოქმედებს. ამორინს შეუძლია მნიშვნელოვნად გამოაკეთოს განწყობა გრძელ ვადაში, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის არ ავლენს მოკლევადიან ეფექტებს. ამორინი მოქმედებს თანდათან. ზოგიერთი ახალი მომხმარებელი თავდაპირველად ვერ ამჩნევს ცვლილებას და ამბობს, რომ ამორინი არ მუშაობს.....ისინი გაოცებულები არიან , როდესაც  რამდენიმე კვირის შემდეგ იღვიძებენ ერთ დილასაც და ამჩნევენ, რომ არიან უფრო ბედნიერები, დაბალანსებულები და ოპტიმისტები, ვიდრე იყვნენ წლების წინ. ზუსტად ამის გამო, უნდა გამოიყენოთ ამორინი 6-8 კვირის განმავლობაში, რომ სწორად და ზუსტად შეაფასოთ მისი გრძელვადიანი ეფექტი.

ქვემოთმოყვანილი ცხრილი გიჩვენებთ, რომ  ამორინის მომხმარებლების მხოლოდ 35%  ხედავს პოზიტიურ ცვლილებებს პირველი ორი კვირის განმავლობაში, 65% ამჩნევს გაუმჯობესებას ოთხი კვირის ფარგლებში და 87% შვიდი კვირის ფარგლებში. ზოგადად, მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ თუ თქვენ ვერ იგრძენით გაუმჯობესება ერთი თვის შემდეგ, კვლავ მაღალია შანსი, რომ თავი უკეთესად იგრძნოთ 5-7 კვირის განმავლობაში. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ამორინი უნდა მიიღოთ მინიმუმ 8 კვირა, იმისთვის რომ შეაფასოთ მის ეფექტურობა.

ამორინი: რეაგირების სიჩქარე
ამორინის მიღება კვირებით 1 2 3 4 5 6 7
პოზიტიური შედეგი
(მომხმარებელი %-ულად)
16% 35% 56% 65% 74% 83% 87%