ამორინი. დოზირება და დანიშნულება - როდის და როგორ მივიღოთ ამორინი

 როდის და როგორ მივიღოთ ამორინი

ამორინი არ იმოქმედებს, თუ მას გამოიყენებთ იშვიათად ან "შეხედულებისამებრ". პრეპარატი უნდა მიიღოთ რეგულარულად. თუ თქვენ იღებთ ერთზე მეტ კაფსულას დღეში, ნუ მიიღებთ ერთდროულად - გაანაწილეთ თქვენი ყოველდღიური დოზა მთელი დღის განმავლობაში. (მაგალითად, თუ დღეში იღებთ ორ კაფსულას, ჩვენ გირჩევთ მიიღოთ პირველი დილით და მორე შუადღისას.) ზუსტი დრო, როდის იღებთ კაფსულას არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უმჯობესია პრეპარატის მიღების შუალედი იყოს 4 საათზე მეტი.  ერთდროულად ორი კაფსულის მიღება უსაფრთხოა, მაგრამ ამან შეიძლება შემაციროს ამორინის მთავარი ინგრედიენტის-ჰუპერფორინის შეწოვა. 

რჩევა: თუ აუცილებელია, შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენი დოზირების გრაფიკი რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ამორინისგან. მაგალითად, თუ ამორინის მიღების შემდეგ თქვენ აღგზნებული და ენერგიული ხართ ან გიჭირთ დაძინება, უმჯობესია  ბოლო კაფსულა მიიღოთ დღისით, ღამის ნაცვლად . (მაგ. ერთი დილით; მეორე შუადღეს.) სხვა მხრივ, თუ იგრძნობთ, რომ ამორინი გამშვიდებთ, გაწყნარებთ და გეხმარებათ დაძინებაში, უმჯობესია რომ დღის ბოლო კაფსულა მიიღოთ ძილის წინ. 

ამორინი შეგიძლიათ მიიღოთ საკვების გარეშე. იშვიათ შემთხვევებში, თუ თქვენ გაწუხებთ კუჭის დარღვევები, გულისრევა ან სხვა კუჭთან დაკავშირებული გვერდითი  მოვლენები, მიიღეთ ამორინი საჭმელთან ერთად, საკვები ხშირად ამცირებს ან ხსნის ამ გვერდით მოვლენებს.