logo-herba

antiD-header

ანტიდეპრესანტი

 -სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება განწყობის ისეთი დარღვევების სამკურნალოდ,  როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა. Gelder, Mayou & * Geddes (2005) მიხედვით ანტიდეპრესანტი ახდენს დეპრესიული დაავადების მქონე ადამიანების  განწყობაზე თერაპიულ ზემოქმედებას. ამცირებს ან სრულად ხსნის მოწყენილობას,სისუსტეს, აპათიას, შიშებს და ემოციურ დაძაბულობას, ახდენს ძილის, მადის და ფაზური სტრუქტურის ნორმალიზებას.

მკურნალობის მაგიური საშუალებები –ფსიქოთერაპია თუ ცრურწმენა?

მკურნალობის მაგიური საშუალებები –ფსიქოთერაპია თუ ცრურწმენა?

(დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით)

ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ქართული ხალხური მედიცინა მაგიურ რიტუალებს თითქმის ყველანაირი დაავადების მკურნალობის დროს მიმართავდა დამოუკიდებლად ან სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად, მაგრამ აღნიშნულ მეთოდს წამყვანი ადგილი ეჭირა სხვადასხვა ფსიქონერვულ დაავადების:

- ,,შეშინებული"-ს (სიმპტომები - ,,ნერვებმოშლილობა", ,,თავის ტკივილი", ,,მოსწყდება ავადმყოფი", ,,არეულადაა", შეიძლება ჭკუიდანაც შეიშალოს"-ო); ,,გათვალულის" (,,მთვრალივითაა", ,,მოისხლიტება", ,,სიარულის თავი არა აქვს", ,,აწუხებს გულის რევის შეგრძნება", ,,უმადობა", ,,მთქნარება", ,,უხშირდება სუნთქვა", ,,უღონოდ არის"); ,,ანაყოლი"  ,,უჟმური"  ,,მონადები" (,,მაღალი სიცხე იცის", ,,გულის რევა", ,,თავბრუსხვევა", ,,თავის ტკივილი", ,,კრუნჩხვები", ,,შოკში ვარდება", ,,აბოდებს", ,,ჭამის მადა ეკარგება", ,,სხეულზე უჩნდება შავი და წითელი ლაქები"); ეპილეპსია / ბნედა / ,,ავიზნე" (განარჩევენ სხვადასხვა ფორმებს - ,,ზოგი ყეფს, ზოგი გიჟივითაა, ზოგი მაშინვე დავარდება და გული წაუვა. დუჟი იცის ,,ავმა ზნემ", ფართხალი, ყვირილი, ეძლევა ძალიან დიდი ძალა") – მკურნალობაში, რაც გამოწვეული იყო ხალხის რწმენით – უძველესი დროიდან ფსიქო-ნერვულ დაავადებათა გამომწვევ მიზეზად ზებუნებრივი ძალები ითვლებოდა (2, 81-92; 8, 73; 9, 22) ასეთი შეხედულება მსოფლიოს სხვა ხალხებისთვისაც არის დამახასიათებელი (4, 54-67; 10, 12).

speel-geoმისტიური წარმოდგენები ავადმყოფობაზე (დემონების / ავი სულის ჩასახლება სხეულში) ქრისტიანულმა რწმენამ ადამიანის სხეულში ეშმაკის ჩასახლებით შეცვალა. ძველი დროიდან მომდინარე შელოცვებმა სახე იცვალა ქრისტიანული ტრანსფორმაციებით. წარმართული მოტივების გვერდით შელოცვის ტექსტებში ქრისტიანული მოტივები ჩნდება, ასევე ხშირია მათი აღრევა. ქრისტიანული ეკლესიის წმინდანები გვევლინებიან ავადმყოფთა შემწედ და მფარველად. მათ მიერ გადატანილი მარტვილობის მიხედვით ისინი განსაზღვრული სენის მკურნალები არიან. საქართველოში ამ მხრივ უდაოდ წმინდა გიორგი პირველობს. ავი სულებისაგან დაცვის მიზნით (და ნებისმიერი გასაჭირის დროს) პირველ რიგში მას მიმართავდნენ დასახმარებლად. ცნობილია, რომ ქრისტიანულ რელიგიაში წმინდა გიორგი სულით ავადმყოფთა მკურნალად ითვლებოდა (6. 221-226).

ქართული ხალხური რელიგია ქართველი ეთნოლოგების მიერ სინკრეტულ რელიგიად მოიაზრება, რაც ქრისტიანული და ქრისტიანობამდელი წარმოდგენების თანაარსებობას გულისხმობს (1; 11). ეს თანაარსებობა კარგად ჩანს მკურნალობის მაგიურ-რელიგიურ სიტუაციებშიც.

ცნობილია, რომ სამკურნალო მაგიას საფუძვლად უდევს რწმენა ზებუნებრივი ძალებისადმი და აგრეთვე იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც შესწევთ უნარი კავშირი დაამყარონ ამ ძალებთან, მათი დახმარებით კი სასურველი შედეგი მიიღონ მკურნალობისას. ასეთი რიგის მკურნალებს სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა სახელით იცნობდნენ: ,,ჯადოქარი", ,,შამანი", ,,ექიმბაში", ,,შემლოცველი" და სხვ. საქართველოში მათ ,,შემლოცველ ქალებს" ან ,,ექიმბაშს" უწოდებენ.

მაგიური მკურნალობის დადებითი შედეგი ავადმყოფის ფსიქიკაზე ზემოქმედებით აიხსნება. რადგანაც შელოცვის რიტუალის პრაქტიკული მიზანია დაიცვას ადამიანი მის სხეულში ავის სულის შეღწევისაგან, ან გამოდევნოს იგი ავადმყოფის სხეულიდან.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003